ჩვენ შესახებ

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“, რომელიც დაარსდა 2005 წელს, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიაა. ის საქართველოს მოქალაქეებს ადვილად ხელმისაწვდომ, მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. AGM ორი ფილიალის (თბილისი, ზუგდიდი) დახმარებით აფინანსებს ქალაქებსა და რეგიონებში არსებულ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. 2012 წლისათვის AGM უკვე 5800 მომხმარებელს მოემსახურა.

AGM–ის ხედვაა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარების შექმნა და ხელშეწყობა, რომლის მიღწევა ხდება კაპიტალისა და ფინანსების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით და ამავე დროს კომპანიის ფინანსურ და სოციალურ მიზნებს შორის ბალანსის მიღწევით. AGM–ის მისიაა ხელი შეუწყოს ქართული პროდუქტის წარმოებას (წარმოების აღორძინებას) მარკეტინგსა და გაყიდვებს ქალაქსა და რეგიონებში წარმოდგენილი არაპრივილეგირებული და ღარიბი საზოგადოებისათვის (რომლებიც მოიცავენ ფერმერებს, ქალებსა და ოჯახებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან 1990 წლიდან სამოქალაქო კონფლიქტების შედეგად) ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველყოფის გზით.

მთავარი ღირებულებები, რომლითაც AGM ხელმძღვანელობს სესხების გაცემის პროცესში არის პატივისცემა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა და გუნდური მუშაობა. თითოეული სესხის აპლიკაციაში შემდეგი მნიშვნელოვანი ინდიკატორებია გათვალისწინებული: ა) ფონდების ათვისების რეალური შესაძლებლობა, ბ) სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების შესახებ მსესხებლის ინფორმირებულობა, გ) სესხის სოციალური ასპექტები (მსესხებლის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება) და დ) სესხის მიერ შემოსავლისა და ახალი სამუშაო შესაძლებლობების შექმნის ხარისხი.

2011 წლის თებერვალში, სპეციალიზირებულმა სააგენტომ მიკროფინანსების შეფასების დარგში Planet Rating–მა შეაფასა და C++ პოზიტიური შეფასება მიანიჭა. 2011 წლის სექტემბერში, AGM–მა მიიღო ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001. AGM ერთადერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელსაც ეს სერტიკიფატი აქვს მიღებული.

2014 წლის მარტში, გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში “უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის“ გადასცა „ალიანს ჯგუფს“, გენდერული თანასწორობის პრინციპეპზე შექმნილი შინაგანაწესისა და პოლიტიკის საფუძველზე, რომელიც აქტიურად ასაქმებს ქალებს გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე და აქვს დაცული გენდერული ბალანსი ყველა დონეზე, ასევე, ხელს უწყობს ქალებს კარიერისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებაში.

2014 წლის მარტში, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფმა“ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს მოაწერა ხელი. საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების საფუძველზე შექმნილი ეთიკის კოდექსის მიზანია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიანი დაფინანსების საუკეთესო პრინციპებისა და ეთიკური ქცევის დანერგვას ყველა დონეზე.

ვალუტის კურსი
GEL
სესხის კალკულატორი
კონტაქტი
თბილისი
მ. კოსტავას ქ. N 47/57
ტელ.: 242 2000
ზუგდიდი
კიკალიშვილის ქუჩა #1
ტელ.: 242 2000 (2600)
ბათუმი
ი. აბაშიძის ქ. 2
ტელ.: 242 2000 (2800)
© 2012-2017 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი. ყველა უფლება დაცულია.