კორპორაციული პასუხისმგებლობა

AGM მიიჩნევს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის ფუნდამენტური მიზანია და შესაბამისად ყოველდღიური საქმიანობის ქვაკუთხედია. AGM -ის შიდა პოლიტიკის მიზანი დისკრიმინაციის თავიდან აცილება, ადამიანისა და შრომითი უფლებების, გენდერული თანასწორობისა და გარემოს დაცვა, ასევე გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის შენარჩუნებაა.

AGM ატარებს შემდეგ პოლიტიკას:

  • იყოს ობიექტური და სამართლიანი ყველა ჩართული მხარის მიმართ;
  • გაითვალისწინოს მისი ოპერაციების ზეგავლენა თანამშრომლებზე; კონტრაქტორებზე, ადგილობრივ თემებსა და სხვა ჩართული მხარეებზე;
  • განახორციელოს სამიზნე თემებისათვის სასპონსორო და საქველმოქმედო ღონისძიებები;
  • უზრუნველყოს ფასდადების გამჭვირვალობა და სიცხადე ყველა კონტრაქტსა და დოკუმენტში;
  • უზრუნველყოს სესხის დაფარვისა და დავალიანების შეგროვების ადეკვატური და ეთიკური მეთოდები, შეინარჩუნოს ეფექტური პროცედურები კლიენტების ყველა საჩივრის გადასაწყვეტად;
  • უზრუნველყოს კლიენტთან ურთიერთობისა და მისი ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
  • მიანიჭოს უპირატესობა აგრარული სექტორის განვითარებას და ასევე, ქალებისა და იძულებით გადაადგილებული პირების განვითარებას ღარიბ საზოგადოებებში;
  • მიაქციოს ყურადღბა და თუ შესაძლებელია, ხელი შეუწყოს სოციალური განვითარების მიზნებს;

2014 წლის 12 მარტს, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფმა“ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს მოაწერა ხელი. დოკუმენტის სრული ვერსიის გასაცნობად, დააჭირეთ ბმულს: ეთიკის კოდექსი

 

ვალუტის კურსი
GEL
სესხის კალკულატორი
კონტაქტი
თბილისი
მ. კოსტავას ქ. N 47/57
ტელ.: 242 2000
ზუგდიდი
კიკალიშვილის ქუჩა #1
ტელ.: 242 2000 (2600)
ბათუმი
ი. აბაშიძის ქ. 2
ტელ.: 242 2000 (2800)
© 2012-2017 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი. ყველა უფლება დაცულია.