მისია

კომპანიის ძირითადი მისიაა აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე ბიზნესისა და აგრო სექტორის განვითარებას საქართველოში, რადგან ამ მნიშვნელოვანი სექტორების მდგრადი განვითარება გაზრდის როგორც დასაქმებულთა რაოდენობას, ისე ცხოვრების დონეს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მდგრადი განვითარება მოითხოვს საზოგადოების ყველა წევრისათვის და განსაკუთრებით, დიდი ქალაქების გარეთ მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფას.

AGM–მა გამოყო სამი სამიზნე სექტორი/მსესხებელთა ჯგუფი, რომლებზეც კომპანია მოახდენს ფოკუსირებას და რომელთაც აქვთ შესანიშნავი სოციალური მისიის  შესრულების მახასიათებლები – ფერმერები, ქალები და იძულებით გადაადგილებულ პირები. კომპანია ცდილობს,  გააუმჯობესოს მისი მომსახურება, დაიცვას კლიენტების უფლებები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებაში, ფინანსური რესურსების მიწოდების გზით. ის ასევე, ტექნიკურ დახმარებას უწევს საკუთარ თანამშრომლებს ხელსაყრელი კარიერული შესაძლებლობების შექმნის გზით.

ვალუტის კურსი
GEL
სესხის კალკულატორი
კონტაქტი
თბილისი
მ. კოსტავას ქ. N 47/57
ტელ.: 242 2000
ზუგდიდი
კიკალიშვილის ქუჩა #1
ტელ.: 242 2000 (2600)
ბათუმი
ი. აბაშიძის ქ. 2
ტელ.: 242 2000 (2800)
© 2012-2017 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი. ყველა უფლება დაცულია.