კლიენტები

ნატალია ბუსკაძე

ნატალია ბუსკაძე, 46 წლის, დევნილი აფხაზეთიდან 2.5 წელია ცხოვრობს თბილისში. ოჯახისთვის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით, სენაკიდან 2.5 წლის წინ გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად. ქალბატონმა ნატალიამ 2013 წელს მიმართა მისო „ალიანს ჯგუფს“ და აიღო 6000 ლარის ოდენობის სესხი სასაქონლო მარაგებისა შესაძენად. მეუღლესთან ერთად, ქ–ნ ნატალია მინი–მარკეტს მართავს სადაც დილის 08:00–დან 00:00–მდე მეუღლესთან ერთად მუშაობს. ქალბატონი ნატალია და მისი მეუღლე სამომავლოდ ფიქრობენ გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი და გეგმავენკომპანიას დაფინანსების მიღების მიზნით კვლავ მიმართონ.

 

 

მურად ასათიანი

მურად ასათიანი, 50 წლის ტაქსის მძღოლი ცხოვრობს ქ. ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ოჯახის სამ წევრთან ერთად. რამდენიმე წლის წინ, მან დაიწყო მისი ორ–სართულიანი სახლის გარემონტება, თუმცა, ფულადი სახსრების ნაკლებობის გამო, მხოლოდ მეორე სართულის განახლება მოახერხა, სადაც ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს. გასულ წელს, მან შეიტყო „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის“ ერთ–ერთი პროდუქტის, ეკო სესხის შესახებ და გადაწყვიტა, კომპანიისთვის მიემართა და გაეგო, აკმაყოფილებდა თუ არა სესხის მოთხოვნებს. მან მიიღო დაფინანსება 5,000 ლარის ოდენობით 18 თვიანი დაფარვის პერიოდით და მიღებული სესხით, სახლში არსებული დაზიანებული ხის კარ–ფანჯარა ჩაანაცვლა მეტალო–პლასტმასით. როგორც მურადი ამბობს, ზამთრის პერიოდში იგი დაახლოებით 500 დან 750 ლარამდე შეშას მოიხმარდა გათბობის შესანარჩუნებლად. თუმცა, განხორციელებული ცვლილების შედეგად, მისი გათბობის ხარჯები 65%–მდე შემცირდა, ვინაიდან, მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრები ინარჩუნებენ სითბოს სახლის შიგნით, აქედან გამომდინარე, ის მოიხმარს ნაკლებ შეშას გათბობისთვის.

მურადს ჰყავს 17 წლის ქალიშვილი და 16 წლის ვაჟიშვილი. შვილებისთვის დანაზოგის აკუმულირების მიზნით, მურადმა გადაწყვიტა გაექირავებინა მისი სახლის პირველი სართული, რათა მიეღო დამატებითი შემოსავლი. „მოხარული ვარ AGM-თან თანამშრომლობით, რადგან ეკო სესხიდან უამრავი სარგებელი მივიღე. სესხის პირობები იყო ძალიან მისაღები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაფინანსება ერთ დღეში მივიღე. სესხი სახლის განახლებისთვის გამოვიყენე, რამაც შეამცირა გათბობის ხარჯები და დამატებით, ვიპოვე ალტერნატიული შემოსავლის წყარო, რომელიც დამეხმარა ჩემი შვილების სწავლების დაფინანსებაში“, – აცხადებს მურად ასათიანი.

 

რუსლან აბსანძე

27 წლის რუსლან აბსანძე, მეუღლესთან, ორ მცირეწლოვან შვილთან და დედასთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ცხოვრობს. 2010 წელს, რუსლანმა თავის ორ მეგობართან ერთად, გადაწყვიტა სათბურის ბიზნესი დაეწყო და ხილ–ბოსტნეულის წარმოებას მიჰყო ხელი. თავდაპირველად, დაფინანსება ოჯახის წევრების მხარდაჭერით მოიძიეს. კიტრის და მწვანილის წარმოება–რეალიზაციის შემდგომ, გადაწყვიტეს წარმოებული პროდუქციის გამრავალფეროვნება. 2011 წელს, რუსლანმა მიმართა „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის“ ზუგდიდის სერვის–ცენტრს და პირველი სესხი, 2,000 ლარის ოდენობით, სათბურის გათბობის დამონტაჟებას მოახმარა. მეორედ კი, 2013 წელს 3,000 ლარის სესხი სათბურის დამატებითი კონსტრუქციისა და სასუქების შესაძენად გამოიყენა.

რუსლანმა 2012 წელს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ესპანეთიდან მარწყვის ნერგების შესყიდვის შესაძლებლობა მისცა. დღეს, რუსლანის სათბური 500 კვ.მ–ზეა გაშენებული, სადაც ყოველ მესამე დღე 40 კგ. მარწყვს ჰკრეფს. რუსლანი მარწყვის სათბურით, თვეში 1200–1500 ლარის შემოსავალს ღებულობს. „საქმე მართლაც ძალიან შრომატევადია. მე და ჩემი მეგობრები მთელ დღეს სათბურში ვატარებთ. მაგრამ, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, განსაკუთრებით ამ ბიზნესში, აუცილებელია მაქსიმალური თავდადება. ძალიან მადლიერი ვარ „ალიანს ჯგუფის“, რადგანაც სწორედ მაშინ დაგვეხმარა, როდესაც არცერთი საფინანსო ინსტიტუტი არ გვენდობოდა“.

რუსლანი მომავალში თავისი საქმიანობის გაფართოებას და ვაშლის ახალი ჯიშის ნერგების ჩამოტანას გეგმავს.


 


 

მაია თევდორაძე

48 წლის მაია თევდორაძე, მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად, ცხოვრობს წყალტუბოს რაიონში, სოფელ პატრიკეთში. მაია თევდორაძე მუშაობდა ქუთაისის ადგილობრივ ბაზარში, ხოლო ბაზრის მოულოდნელად დახურვის შემდეგ, იგი უმუშევარი დარჩა და საკმაოდ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი ოჯახის ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ანუ ოჯახის სიღარიბიდან გამოსაყვანად, მან გადაწყვიტა ჩართულიყო სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მესათბურეობაში. ამჟამად, მას ეკუთვნის 625 კვ.მ–ზე მოწყობილი სათბური, სადაც მოჰყავს მწვანილი და პომიდორი. 2010 წელს, მაია თევდორაძემ აიღო 1,500 ლარის ოდენობის სამეურნეო სესხი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფიდან“, წარმოების დასაწყებად.

„ეს იყო ჩემი პირველი სესხი და მე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ წარმატების მისაღწევად, აუცილებელია რისკზე წასვლა. მე მყავს ორი ახალგაზრდა ვაჟი, რომელთა მომავალიც ჩემზეა დამოკიდებული, ამიტომ ვიფიქრე, რომ შრომით ჩვენ მივაღწევდით კარგ შედეგს. ამჟამად, წლიურად ვაწარმოებთ 8 ტონა პომიდორსა და 3 ტონამდე მწვანილს. სათბურის წარმატებით ამუშავებამ შემმატა მოტივაცია გამეკეთებინა უფრო მეტი, რის გამოც მეორედ მივმართე მ.ს.ო „ალიანს ჯგუფს“ და ავიღე 3,700 დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც გამოვიყენე პატარა ადგილის დასაქირავებლად ადგილობრივ ბაზარში, რათა გამეყიდა ჩემი პროდუქცია. დღესდღეობით, მე სათბურში ვასაქმებ 3–დან 5–მდე სეზონურ მუშას, ძირითადად ჩემს მეზობლებს. მ.ს.ო „ალიანს ჯგუფმა“ მომცა შესაძლებლობა დამეწყო ჩემი მცირე ბიზნესი და ამ დროის განმავლობაში, მივხვდი, რომ შეგიძლია მიაღწიო წარმატებას ამ კომპანიასთან პატიოსანი მუშაობით,“ – ამბობს მაია თევდორაძე.

 

 


 

თემურ გორგაძე

AGM-ის კლიენტი 59 წლის თემურ გორგაძე, ცხოვრობს აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის რაიონში, სოფელ ხანდოში თავის ექვს–სულიან ოჯახთან ერთად. ბოლო 13 წლის განმავლობაში ის აქტიურად იყო ჩართული მესაქონლეობასა და კარტოფილის წარმოებაში. ამჟამად, მის საკუთრებაშია 26 სული პირუტყვი და დღეში 100 ლიტრ რძეს ყიდის ადგილობრივ რძის შემსყიდველ ცენტრში. 1 ჰექტარ მიწაზე თემურ გორგაძეს საშუალოდ 10 ტონა კარტოფილი მოჰყავს.

“როგორც ბევრი ჩემი მეზობელი, ჩემი ოჯახიც აჭარის რეგიონიდანაა შიდა ემიგრაციით წამოსული. ჩვენ იძულებული ვიყავით დაგვეტოვებინა ჩვენი სოფელი მასიური მეწყერის გამო და საცხოვრებლად გადავსულიყავით წალკაში. AGM ნამდვილად დაეხმარა ჩემს ოჯახს ფეხზე დადგომაში. ჩემი პირველი სესხით - 600 ლარით, შევიძინე 2 ძროხა, მოგვიანებით ავიღე მეორე სესხი 2,000 ლარის ოდენობით და დავამატე 4 ძროხა. 2012 წლის მაისში, ავიღე ბოლო სესხი 4 500 ლარის ოდენობით, რათა შემეძინა ტრაქტორი თივის წარმოებისათვის. დღეს არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი მეზობლებიც იყენებენ ტრაქტორს ამავე საქმიანობისთვის, ძალიან კმაყოფილი ვარ AGM–თან თანამშრომლობის პროცესში მიღებული გამოცდილებით. ისინი გამოუცდელ მეწარმეს მენდნენ და მომცეს შანსი, რათა წარმატებისთვის მიმეღწია. ეს ნამდვილად დაგვეხმარა მეც და ჩემს ოჯახსაც".

 

 


 

ომარ მიქელაძე

წალკის რაიონის სოფელ საყდრიონის მკვიდრი, 48 წლის ომარ მიქელაძე, უკვე მეორე წელია „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის“ მომსახურების წარმატებული მომხმარებელია. მის დიდ ოჯახთან – მეუღლესთან და ოთხ ქალიშვილთან ერთად, იგი აქტიურად არის დაკავებული მესაქონლეობითა და კარტოფილის წარმოებით. დღეისათვის, იგი ფლობს 15 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და აწარმოებს საშუალოდ 20 ტონა კარტოფილს 3 ჰექტარ მიწაზე.

„მე და ჩემი ოჯახი 8 წლის წინ გადმოვსახლდით ასპინძის რაიონიდან. სახნავი მიწის უქონლობისა და სოფლის მეურნეობისთვის არახელსაყრელი კლიმატის გამო, ჩვენ იძულებულნი გავხდით წალკაში გადმოვსულიყავით. ადგილობრივი მიწის ფართობი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა და მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ სოფლის მოურნეობაში აქტიურად ჩართვა, რათა ჩვენი ოჯახი გვერჩინა. მე მივაკითხე მ.ს.ო „ალიანს ჯგუფის“ წალკის სერვის ცენტრს სესხის თაობაზე, რადგან იმ დროისათვის სხვა ფინანსური მომსახურება წალკის ფერმერებისთვის არ არსებობდა. პირველად გამოტანილი 2,000 ლარით, შევიძინეთ ორი სული ძროხა. შემდეგ დავამატეთ მეორე სესხი 4,000 ლარის ოდენობით და შევიძინეთ კარტოფილის თესლები, სასუქი და 1,3ჰ. მიწის ნაკვეთზე დავთესეთ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ჩემი გამოცდილების საფუძველზე, 2012 წლის სექტემბერში გამოვიტანე მესამე სესხი 10,000 ლარის ოდენობით, გადავფარე ძველი ვალდებულებები და დამატებით შევიძინეთ სამი ძროხა. ალიანს ჯგუფთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ჩვენი სამეურნეო კაპიტალი გაიზარდა 16,000 ლარამდე და თვიური შემოსავალი გაგვეზარდა 500-600 ლარით. მე შევძელი ჩემი ქალიშვილებისთვის მიმეცა ისეთი განათლება, როგორსაც იმსახურებენ და ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი უფროსი ქალიშვილი წარმატებით ჩაირიცხა უნივერსიტეტში,“ – ამბობს ომარ მიქელაძე.

 

 


 

ირაკლი ნიჟარაძე

1992 წელს  ქ. ქუთაისში დაბადებული ირაკლი ნიჟარაძე, AGM-ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მწარმოებელი კლიენტია. მისმა ამბიციამ და მისწრაფებამ შრომისაკენ უბიძგა გაეხსნა საცალო მაღაზია, სადაც ის ყიდის სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტს.

2009 წელს, ირაკლი ნიჟარაძემ მიიღო თავისი პირველი სესხი 6,000 ლარის ოდენობით, რომელიც მან გამოიყენა საქმიანობის გაფართოვებისა და მაღაზიის განახლებისთვის. 2012 წლის მარტში, მან ისესხა დამატებით 10,000 ლარი, ბიზნესის კიდევ უფრო გასაფართოვებლად. „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მას შემდეგ რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ქვეყანამ ბევრი განსაცდელი გამოიარა, რამაც გავლენა იქონია ჩემს ოჯახზეც. რთულმა საცხოვრებელმა პირობებმა, მცირეოდენმა შემოსავალმა და წარმატების მიღწევის სურვილმა დამაწყებინა ბიზნესის კეთება. შემხვდა ბევრი პრობლემა, მაგრამ იმ ხალხის დახმარებით, რომლებიც მე მენდობოდნენ, მძიმე შრომამ შედეგი გამოიღო. ჩემი მაღაზია ამჟამად ასაქამებს ორ ადამიანს და ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ბიზნესი”.

ვალუტის კურსი
GEL
სესხის კალკულატორი
კონტაქტი
თბილისი
მ. კოსტავას ქ. N 47/57
ტელ.: 242 2000
ზუგდიდი
კიკალიშვილის ქუჩა #1
ტელ.: 242 2000 (2600)
ბათუმი
ი. აბაშიძის ქ. 2
ტელ.: 242 2000 (2800)
© 2012-2017 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი. ყველა უფლება დაცულია.