სიახლეები
05/02/2014 “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფმა” საპროცენტო განაკვეთები შეამცირა

“მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფმა“ შეამცირა საპროცენტო განაკვეთები  ბიზნეს, სამომხმარებლო და აგრო სესხებზე. წინა წლებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთი შემცირდა საშუალოდ 10%–ით, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს მათთვის უკეთესი პირობებით მიიღონ საბრუნავი კაპიტალი ახალი საქმისთვის, გააფართოვონ უკვე არსებული ბიზნესი, გააუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, დაიფინანსონ განათლება და ა.შ.

„კომპანიამ შეცვალა საპროცენტო სარგებელი, რათა უფრო კონკურენტული და მოქნილი პირობები შესთავაზოს თავის მომხმარებელს. განსაკუთრებულად შეიცვალა პირობები არსებული და დადებითი საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტებისთვის“– განაცხადა ოთარ ყაზიშვილმა, “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის“  საოპერაციო სამსახურის უფროსმა.

ვალუტის კურსი
GEL
სესხის კალკულატორი
კონტაქტი
თბილისი
მ. კოსტავას ქ. N 47/57
ტელ.: 242 2000
ზუგდიდი
კიკალიშვილის ქუჩა #1
ტელ.: 242 2000 (2600)
ბათუმი
ი. აბაშიძის ქ. 2
ტელ.: 242 2000 (2800)
© 2012-2017 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი. ყველა უფლება დაცულია.