სიახლეები
10/03/2014 უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის “ალიანს ჯგუფს” გადაეცა

პარასკევს, 7 მარტს, გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში ჩაატარა კონკურსი გენდერული თანასწორობის ჯილდოს მისაღებად, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოში მოქმედი ქართული და უცხოური კომპანიები.

დამოუკიდებელი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ,  “უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის“ გადასცა  კომპანია „ალიანს ჯგუფს“ გენდერული თანასწორობის პრინციპეპზე შექმნილი შინაგანაწესისა და პოლიტიკის საფუძველზე, რომელიც აქტიურად ასაქმებს ქალებს გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე და აქვს დაცული გენდერული ბალანსი ყველა დონეზე, ასევე ხელს უწყობს ქალებს კარიერისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებაში.

კომპანია „ალიანს ჯგუფი“ დაარსების დღიდან სწორედ მენეჯმენტის თანამედროვე სტანდატებით ხელმძღვანელობს. კომპანიაში დასაქმებულთა 55% და სამეთვალყურეო საბჭოს 40% სწორედ ქალები შეადგენენ. კომპანიაში ასევე ყოველწლიურად იზრდება ქალ მომხმარებელთა რიცხვი და  დღევანდელი მონაცემებით, მომხმარებელთა დაახლოებით 40% სწორედ ქალები წარმოადგენენ.

”ალიანს ჯგუფის“ კორპორატიული პოლიტიკა ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემას, გენდერულ თანასწორობას, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას ემყარება, რადგანაც  გვჯერა რომ გენდერული თანასწორობა და ეთიკური ბიზნესის პრინციპების დაცვა, პირველ რიგში სწორედ ბიზნესის წარმატებული განვითარებისთვის ერთერთი აუცილებელი წინაპირობაა“ – აცხადებს აიეტი კუკავა,  „ალიანს ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.

ვალუტის კურსი
GEL
სესხის კალკულატორი
კონტაქტი
თბილისი
მ. კოსტავას ქ. N 47/57
ტელ.: 242 2000
ზუგდიდი
კიკალიშვილის ქუჩა #1
ტელ.: 242 2000 (2600)
ბათუმი
ი. აბაშიძის ქ. 2
ტელ.: 242 2000 (2800)
© 2012-2017 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი. ყველა უფლება დაცულია.