სიახლეები
14/03/2014 „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფმა“ ეთიკის კოდექსს მოაწერა ხელი

2014 წლის 12 მარტს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფმა“ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს მოაწერა ხელი.

საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების საფუძველზე შექმნილი ეთიკის კოდექსის მიზანია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიანი დაფინანსების საუკეთესო პრინციპებისა და ეთიკური ქცევის დანერგვას ყველა დონეზე.

დაარსების დღიდან, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ მისდევს პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპს. კომპანიის ხედვაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, სხვადასხვა ჯგუფებისთვის ფინანსური სახსრებისა და ფინანსური განათლების მიწოდებით.

ეთიკის კოდექსზე ხელის მოწერით, კომპანია კიდევ ერთხელ ახდენს თავისი მზადყოფნის დეკლარირებას, თავის საქმიანობა წარმართოს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან იხელმძღვანელოს ბიზნეს ეთიკის პრინციპების სრული დაცვით.

ვალუტის კურსი
GEL
სესხის კალკულატორი
კონტაქტი
თბილისი
მ. კოსტავას ქ. N 47/57
ტელ.: 242 2000
ზუგდიდი
კიკალიშვილის ქუჩა #1
ტელ.: 242 2000 (2600)
ბათუმი
ი. აბაშიძის ქ. 2
ტელ.: 242 2000 (2800)
© 2012-2017 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი. ყველა უფლება დაცულია.