სიახლეები
11/06/2014 MFC-ის ყოველწლიური კონფერენცია სტამბულში

27-28 მაისს, ქალაქ სტამბულში გაიმართა რიგით მე–17 საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია მიკროსაფინანსო სექტროში ჩართული კომპანიებისთვის. ალიანს ჯგუფიდან, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბ–ნ აიეტ კუკავამ, კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა, თათია ხუბულავამ და მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა, სალომე ტყეშელაშვილმა.

კონფერენცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის, MFC–ის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება. კონფერენციის მიზანია, მიკროსაფინანსო სექტროში ჩართული კომპანიებისთვის მიმდინარე ტენდენციების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და სექტორის განვითარებისთვის კოორდინირებული ნაბიჯების დაგეგმვა.

„აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ქვეყნებიდან, ასევე, ის საერთაშორისო ფონდები და ორგანიზაციები,რომლებიც მიკროსაფინანსო სექტორს აფინანსებენ. კონფერენციის განმავლობაში, შევხვდით ათობით საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს, გავაცანით ჩვენი საქმიანობა და სამომავლო გეგმები. დაინტერესება „ალიანს ჯგუფით“ საკმაოდ მაღალია, ვინაიდან ბაზარზე მოქმედი სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ჩვენი უპირატესობა ის კომპლექსური მიდგომაა, რასაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, მიკროსაფინანსო, სალიზინგო თუ საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებით“, – განაცხადა თათია ხუბულავამ.

ვალუტის კურსი
GEL
სესხის კალკულატორი
კონტაქტი
თბილისი
მ. კოსტავას ქ. N 47/57
ტელ.: 242 2000
ზუგდიდი
კიკალიშვილის ქუჩა #1
ტელ.: 242 2000 (2600)
ბათუმი
ი. აბაშიძის ქ. 2
ტელ.: 242 2000 (2800)
© 2012-2017 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი. ყველა უფლება დაცულია.