სიახლეები
23/09/2014 სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი თბილისში

„მიკროსაფინანო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა 17 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც დაესწრო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ჰანსიორგ კესლერი და კომპანიის მთავარი აქციონერი, სტეფან პიტნერი.

სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა შეაჯამეს 2014 წლის I ნახევრის შედეგები და განიხილეს სამომავლო სტრატეგიული მიმართულები. კომპანიის საქმიანობის შემდგომი გაფართოების მიზნით, დაიგეგმა ახალი სერვის–ცენტრის გახსნა. ვიზიტის ფარგლებში, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ასევე, მოინახულა კომპანიის თბილისის სერვის–ცენტრის კლიენტები. იგი ადგილზე ესტუმრა სამ მომხმარებელს, რომლებიც ხილ–ბოსტნეულით, ყვავილებით და სხვადასხვა სასურსათო ნივთებით ვაჭრობენ ადგილობრივ ბაზრებში.

„კლიენტების მონახულება ჩემი ვიზიტის განუყოფელი ნაწილი გახდა, რადგანაც ეს ყოველთვის განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ვხედავ, თუ რა კონკეტული სარგებელი მიიღეს მათ ჩვენი მომსახურებით. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომსახურების გაუმჯობესებასა და დახვეწაზე. შედეგად, მე ყოველთვის ვინტრესდები უშუალოდ ჩვენი კლიენტებისგან გავიგო, თუ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი მომსახურებით, რა რეკომენდაციები და შენიშვნები აქვთ მათ შემდგომი გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ვალუტის კურსი
GEL
სესხის კალკულატორი
კონტაქტი
თბილისი
მ. კოსტავას ქ. N 47/57
ტელ.: 242 2000
ზუგდიდი
კიკალიშვილის ქუჩა #1
ტელ.: 242 2000 (2600)
ბათუმი
ი. აბაშიძის ქ. 2
ტელ.: 242 2000 (2800)
© 2012-2017 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი. ყველა უფლება დაცულია.