სიახლეები
08/10/2014 „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ ლარის ახალი სიმბოლოს პრაქტიკაში გამოყენებას ნერგავს

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ უერთდება საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას და ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის ახალი სიმბოლოს პოპულარიზაციის მიზნით, პრაქტიკაში ნერგავს ლარის განახლებული სიმბოლოს გამოყენებას.

ამიერიდან, კომპანია ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ლარის სიმბოლოს ხელშეკრულებებში თანხის მინიშნებისას, ინვოისების გაფორმებისას, სარეკლამო ბროშურებსა და ბანერებზე, ვებგვერდებსა და კომპანიის მიერ გამოყენებულ ელექტრონულ სისტემებში.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, შემოუერთდეს აღნიშნულ მოწოდებას, რათა ხელი შეუწყონ ლარის ახალი სიმბოლოს პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ვალუტის კურსი
GEL
სესხის კალკულატორი
კონტაქტი
თბილისი
მ. კოსტავას ქ. N 47/57
ტელ.: 242 2000
ზუგდიდი
კიკალიშვილის ქუჩა #1
ტელ.: 242 2000 (2600)
ბათუმი
ი. აბაშიძის ქ. 2
ტელ.: 242 2000 (2800)
© 2012-2017 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი. ყველა უფლება დაცულია.