სიახლეები
27/03/2015 “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის” განცხადება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის შესახებ

ბატონ ჰანსიორგ კესლერსა და „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. გამომდინარე იქიდან, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებება სრულყოფილად შესრულდა, ბატონი კესლერი გადადგა „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. 
ბატონი კესლერი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას 2012 წლის ნოემბრიდან იკავებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბატონ კესლერმა გააუმჯობესა კომპანიის სოციალური მისია და წარმატებით განახორციელა მოლაპარაკებები რამდენიმე სოციალურ ინვესტორთან. ბ–ნ კესლერმა გააძლიერა კომპანიის სოციალური მიზანი და განაახლა  პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პროცესი.
„მთლიანად კომპანიის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბატონ კესლერს ამ წლების განმავლობაში გაწეული წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის“ – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონ აიეტ კუკავამ. „ბატონი კესლერის ძალისხმევის შედეგად, კომპანიის იმიჯი და რეპუტაცია გაიზარდა საერთაშორისო ასპარეზზე. მტკიცედ გვჯერა, რომ ბატონი კესლერი დარჩება მიკროსაფინანსო სექტორის ძლიერი ადვოკატი და გამოიყენებს მის გამოცდილებას, რათა გაუმჯობესდეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ყველაზე დაუცველი ფენებისთვის მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.“
კომპანია და საბჭო ამჟამად ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესშია. მანამდე კი, საბჭოს თავმჯდომარეობას დროებით, ბ–ნ აიეტ კუკავა ჩაიბარებს.

ვალუტის კურსი
GEL
სესხის კალკულატორი
კონტაქტი
თბილისი
მ. კოსტავას ქ. N 47/57
ტელ.: 242 2000
ზუგდიდი
კიკალიშვილის ქუჩა #1
ტელ.: 242 2000 (2600)
ბათუმი
ი. აბაშიძის ქ. 2
ტელ.: 242 2000 (2800)
© 2012-2017 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი. ყველა უფლება დაცულია.